თათია შარანგია კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„არ მჯერა!!! ოდნავაც არ მჯერა! ძალიან კეთილი იყავი! გიყვარდა ჩვენი ოჯახი და მე სულ მინდოდა საუკეთესოდ ყოფილიყავი. მადლობა მეგობრობისთვის“, – წერს თათია შარანგია.
ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა