ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი” ცოტნეს მკურნალობასთან დაკავშირებულ ისტორიას და მისი დედის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ქმედებებს იხსენებს.
„თავდაპირველად, ქალბატონი მანანა ხეჩინაშვილის კლინიკაში არ მოსულა. მხოლოდ ერთხელ, ისიც ეზოში და როდესაც მას ურეკავდნენ, პასუხობდა, რომ ცოტნეს ჰყავდა ექიმი მეუღლე და მისთვის მიემართათ. შემდეგ, როდესაც კვლევებმა სავალალო შედეგები აჩვენა, თურქეთში გადაყვანა გადაწყდა. ქალბატონი ვერ შედიოდა ცოტნესთან, რადგან იცოდა მისი დამოკიდებულება, მაგრამ ცოტნე თავის ტვინის დაზიანების გამო საკუთარ ნებას ვეღარ გამოხატავდა და მანანა არჩვაძემ თურქეთში გაყოლა გადაწყვიტა. მე ცალკე წავედი.
მოხდა ისე, რომ მან ცოტნეს პალატაში არ დამიშვა. შემდეგ მე ჩამოვედი თბილისში და შევიტანე განაცხადი სამოქალაქო მხარდამჭერობაზე და დადასტურდა მეურვეობა, რომლისთვისაც ცოტნეს ყველა მეგობარი ყირაზე დადგა. მე უარი განვაცხადე ცოტნეს ქონების მეურვეობაზე. ეს პუნქტი ამოვაღებინე და ვთქვი, ყველაფერი რაც ეხება ქონებას, ფინანსებს მოაშორეთ. დავატოვებინე მხოლოდ ცოტნეს მკურნალობის მეთვალყურეობა.
ოჯახს აქვს სახელმწიფო პენსია, 6 900 ლარი, რომელიც ქალბატონმა მანანამ ცოტნეს არ გაუყო. ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე დედას შვილს არ ვაჩვენებ. ის მოდის გარკვეულ დაჯგუფებასთან ერთად და ამბობს გადაეცეს ცოტნე, 4 მილიონ ევროსთან ერთად, რომელსაც ბიუჯეტიდან ითხოვს”, – საუბრობს ანა ჯაბაური.
ის ასევე განმარტავს, რატომ აუკრძალა “აჩიბადემის კლინიკამ” მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ცოტნესთან მიკარება.
„აჩიბადემის კლინიკიდან” მანანა არჩვაძე გამსახურდიას გაძევების შესახებ წერილობითი შეტყობინებიდან გავიგე. ამისი მიზეზი იყო ის, რომ მისი ცოტნესთან ყოფნა იყო საზიანო. იგი არ ანებებდა მკურნალობას ექიმებს. გამოიძახეს ძმები და შეიყვანეს დირექციაში. მოიყვანეს მომსახურე პერსონალი და ახსნეს, რატომ უნდა აეკრძალათ ბიოლოგიური დედისთვის შვილთან მიკარება. იკითხეს, ხომ არ იყო ის დედინაცვალი. შემდეგ ხელი მოაწერეს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით გააძევეს დედა პალატიდან”, – ამბობს ანა ჯაბაური.
„ცოტნე ყოველთვის ელოდება. მერე მარტო ვტოვებ ძმებს და უჩუმრად საუბრობენ..“ – რას წერს ანა ჯაბაური
სააპელაციომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენი ძალაში დატოვა