LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვაზის ნერგებიდან მოყოლებული, თუ რამისთვის ჰქონდა ცოტნეს ხელი მოკიდებული, მანანამ ყველაფერი დაწვა” – რას ჰყვებიან კოლხური კოშკის მეზობლები

380
BeFunky-collage - 2023-03-14T010855.265

კოლხური კოშკის მეზობლები გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი” იხსენებენ, რომ მანანა არჩვაძე გამსახურდიამ შვილის დაჭრის შემდეგ ყველაფერი, რისთვისაც ცოტნე გამსახურდიას ხელი ჰქონდა მოკიდებული დაწვა და გაანადგურა.

მათივე თქმით, ის ფაქტი, რომ დედა შვილს კოლხურ კოშკში არ უშვებს, მაშინ, როდესაც ეს მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია, სადიზმია და მეტი არაფერი.

„40 წელია ცოტნეს მეზობელი ვარ და რაც იყო, ბედნიერება, თუ უბედურება, ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა. ბოლო პერიოდში ცოტნე საოცრად ბედნიერი თვალებით დადიოდა. სასწაული იყო, როდესაც ერთად სეირნობდნენ ქუჩაზე. ძალიან საყვარელი წყვილი იყო. ყველა მეზობელმა ვიცოდით, რომ დედა-შვილს შორის საშინელი დამოკიდებულება იყო. ყველანი მომსწრე ვიყავით იმის, როგორ გამოიყვანა მდგომარეობიდან დედამისმა ცოტნე და იძულებული გახდა, კოშკიდან გაეგდო.

სანამ ცოტნეს დაჭრიდნენ, მანანა არ გამოჩენილა და დაჭრის შემდეგ აქტიურად დაიწყო სიარული. ბევრი ეცადა, ვერ გააღო კოლხური კოშკი. ბოლოს გატეხა და ისე შევიდა. ააოხრა იქაურობა, ყოველ საღამო ყველაფერს წვავდა. ვაზის ნერგებიდან მოყოლებული, თუ რამისთვის ჰქონდა ცოტნეს ხელი მოკიდებული, მანანამ ყველაფერი დაწვა. მას მხოლოდ ქონებაზე ჰქონდა გართულება. ქონება უნდოდა, შვილები არა. ძალიან უყვარდათ უბანში ცოტნე. ის ფაქტი, რომ დედა შვილს კოლხურ კოშკში არ უშვებს, მაშინ, როდესაც ეს მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია, სადიზმია და მეტი არაფერი”, – საუბრობენ კოლხური კოშკის მეზობლები.

„სამწუხაროდ, განსაცდელი ყოველთვის მარტო არ მოდის.. მძიმე დელტა შტამს გადავრჩით თავის დროზე, ომიკრონით დავინფიცირდით“ – როგორია ცოტნე გამსახურდიასა და ანა ჯაბაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ცოტნე ყოველთვის ელოდება. მერე მარტო ვტოვებ ძმებს და უჩუმრად საუბრობენ..“ – რას წერს ანა ჯაბაური

სააპელაციომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენი ძალაში დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g