LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, განსაცდელი ყოველთვის მარტო არ მოდის.. მძიმე დელტა შტამს გადავრჩით თავის დროზე, ომიკრონით დავინფიცირდით“ – როგორია ცოტნე გამსახურდიასა და ანა ჯაბაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა

675
anajaburi2021345-2021-02-02-13-28-38-308096-2021-02-07_18-22-25_496434

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია და მისი მეუღლე, ანა ჯაბაური კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.

 

 

ბრავო, ჩაფიძის გულის ცენტრი • Chapidze Emergency Cardiology Center ♥️♥️♥️
საუკეთესო საუკეთესოთა შორის!

Konstantine Gamsakhurdia
#გიორგიგამსახურდია

Posted by Ana Jabauri on შაბათი, 24 სექტემბერი, 2022

 

 

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ პოსტის შემდეგ, “ფორტუნა” ანა ჯაბაურს დაუკავშირდა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ომიკრონის შტამით 10 დღის წინ დაინფიცირდნენ, თუმცა ვირუსი გართულებების გარეშე გადაიტანეს, რის გამოც კლინიკას და მედპერსონალს მადლობას უხდის.

„სამწუხაროდ, განსაცდელი ყოველთვის მარტო არ მოდის. კოვიდით ვიყავით ავად მე და ცოტნე, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა. ჰოდა, ძალიან ცუდად გავხდი ამხელა სტრესის ფონზე და ჩაფიძეში გადავედით ორივე, სადაც არაჩვეულებრივი გუნდი დაგვხვდა.

მე თვითონაც ექიმი ვარ. გარდა ამისა, წელიწად-ნახევარი თურქეთისა და ევროპის წამყვან კლინიკებში ვიცხოვრე.

საბედნიეროდ, მძიმე დელტა შტამს გადავრჩით თავის დროზე, ომიკრონით დავინფიცირდით, რომელსაც ნაკლებად ახასიათებს გართულებები. ცოტნე კარგადაა. კოვიდის მხრივ. მალე მოერია.

ვართ ყოველდღიურ ბრძოლებში წინსვლისთვის, ძველებურად. სამწუხაროდ, დაბრკოლებებიც გვაქვს რეაბილიტაციის გზაზე. მაგალითად, თავის საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება.

სასამართლოები, იმედია, მალე დამთავრდება და აღარ შეგვეშლება ხელი.

ბოლო დროს მხოლოდ მამაჩემის შესახებ დავწერე პოსტი.

რაც შეეხება ცოტნეს, იმდენად ყოჩაღია, ჩემზე ადვილად გადაიტანა ომიკრონი და ჩემზე ყოჩაღადაცაა“, – განუცხადა „ფორტუნას“ ანა ჯაბაურმა.

ანა ჯაბაური: ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია კოლხურ კოშკში მისი დაბრუნება, მაგრამ ეს დღემდე ვერ ხერხდება, მანანა არჩვაძესთან მიმდინარეობს სასამართლო დავა

“საღამოობით ეტლის გარეშე ჯდომაში ვვარჯიშობთ” – მეუღლე იუბილარ ცოტნე გამსახურდიას ფოტოს აქვეყნებს

,,ძაან გაიგებს ცოტნე, კოშკშია თუ სად არის – ამ სიტყვებით ამბობს უარს ცოტნეს საკუთარ სახლში შეშვებაზე მისი ბიოლოგიურო დედა…” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

„კოშკში შესვლაც უნდათ თურმე, ჯობია ენა დაიმოკლო“ – დავა კოლხურ კოშკზე და ცოტნე გამსახურდიას მეუღლის პასუხი დედამთილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები