სოფო ნიჟარაძე mere.pdcst-ის სტუმარი იქნება, რომლის ეთერშიც ცხოვრების რთულ პერიოდზე გულახდილად ისაუბრებს.
როგორც მომღერალი გადაცემის ანონსში საუბრობს, ისეთ რამ გადაიტანა, რასაც სხვას არასდროს უსურვებს.
„ამ ემოციის აღწერა ალბათ ძალიან რთულია. ერთი ის ვიცი, რომ არავინ მინდა იგივე განიცადოს, რაც მე მომივიდა. მუხლებში ჩავიკეცეო, რომ ამბობდნენ, სულ ვფიქრობდი რა იყო ეს განცდა. ბუკვალურად ჩავიკეცე, რაც დამემართა“, – ამბობს სოფო ნიჟარაძე.
სრულ გადაცემას მაყურებელი ხვალ იხილავს.
