LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ათობით ელექტრომობილი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა

371
whtoldcrs

ავტომობილების გაქირავების ამერიკული კომპანია BlueIndy პანდემიის გამო გაკოტრდა და შედეგად ათობით ელექტრომობილის გადაყრა მოუხდა. ავტომობილები არავის ჭირდებოდა, ამიტომ  ისინი ჯართში ჩააბარეს.

ფირმა BlueIndy–მ დაახლოებით 5 წელი იარსება და ქალაქ ინდიანაპოლისის მაცხოვრებლებს 280–მდე სატრანსპორტო საშუალებას სთავაზობდა.

სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ საავტომობილო ბიზნესს სერიოზული დარტყმა მიაყენა და ბევრმა კომპანიამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არსებობა ვეღარც გააგრძელა. გაკოტრებულთა შორის მოხვდა BlueIndy–ც. კომპანიამ მანქანების ნაწილი სხვა ფირმას გადასცა, დარჩენილი ელექტრომობილები კი ჯართში ჩააბარა, სადაც მათ ნაწილებად დაშლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g