LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა… ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა“ – აქთაუსთან მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალები: რა ინფორმაციას ავრცელებენ ოფიციალური უწყებები

193
ყაზახეთი

„აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, „25 ადამიანი გადარჩა, მათგან 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“.

თვითმფრინავის ბორტზე 72 ადამიანი, მათ შორის 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა, ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g