LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო ბანკი – ინოვაცია ქართულ საბანკო ბაზარზე

285

”ვითიბი ბანკი” მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას -ვიდეო ბანკს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” ”ვითიბიდან” აცნობეს, ეს არის ექსკლუზიური მომსახურება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად და ამავდროულად ბანკირთან პირისპირ კომუნიკაციით (ვიდეო ზარის გამოყენებით) შეასრულოს ნებისმიერი  უნაღდო საბანკო ოპერაცია.

”პირველად საქართველოში საბანკო მომსახურების მიღება ვიდეო ზარის გამოყენებით გახდა შესაძლებელი, აღნიშნულ სერვისს მსოფლიოს მასშტაბით სულ რამდენიმე ბანკი სთავაზობს. იმ კლიენტებს, რომლებიც უკვე არიან ”ვითიბის” ინტერნეტ ბანკის მომხმარებლები  დღეიდან შეუძლიათ ისარგებლონ კიდევ ერთი დისტანციური არხით და მიიღონ სასურველი მომსახურება ბანკის ოპერატორთან ვიდეო ზარის  საშუალებით დაკავშირებისას”, – განაცხადეს ”ვითიბი” ბანკში.

მათივე ინფორმაციით, ”ვითიბი” ბანკის ყველა დისტანციური არხით (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი და ვიდეო ბანკი) სარგებლობა შესაძლებელია ერთი მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით. ამასთან, ვიდეო ბანკით შესაძლებელია საკუთარი ანგარიშების  მართვა,  გადარიცხვები, საკრედიტო განაცხადის შევსება, ამომწურავი ინფორმაციის მიღება სესხებზე და დეპოზიტებზე,  კომუნალური გადასახადების დაფარვა და სხვა საბანკო ოპერაციების წარმოება.

ცნობისთვის, ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია: ვებ საიტიდან www.videobank.ge სტაციონალური კომპიუტერის, ნოუთბუქის, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით,  ან ანდროიდის და IOS სისტემის სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი უფასო აპლიკაციით –  Video Bank.

პირველ ეტაპზე ვიდეო ბანკის მომსახურების მიღება შესაძლებელია საპილოტე რეჟიმში ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 6:30 საათამდე. ცოტა ხანში ”ვითიბი” ბანკი გეგმავს აღნიშნული მომსახურება  ყოველდღე,  24 საათის განმავლობაში გახადოს ხელმისაწვდომი.

Video Bank -ის მომსახურება და რეგისტრაცია უფასოა.

 

პოპულარულები