LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბებიამ გამზარდა…მან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რაც დღეს ვარ“ – მაკა ბოჭორიშვილის ემოციური ინტერვიუ

1409
2026-03-02_02-10-57_135705

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მშობლების შესახებ საუბრობს.

როგორ მან აღნიშნა, მის გაზრდაში დიდი წვლილი დედის დედამ შეიტანა.

„ჩემი მშობლები, ორივე განსხვავებული ადამიანები, თუმცა საოცარი ერთობლიობა, რომელმაც მაჩუქეს პატარა ოჯახი. მამა გამორჩეული პიროვნება იყო ნამდვილად და გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა, იცის დედამ და არ ეწყინება.

ის იყო ერთგვარი ღერძი და ყველა ჩვენს გარშემო ტრიალებდა. მამა დიდი ხანია აღარ არის და ეს ძალიან მაკლია. ამის შევსება ვერ შევძელით.

ბებია შეუძლებელია არ ვახსენო, რადგან მან გამზარდა. ორივე მხარე ჩართული იყო, თუმცა დედის დედამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რაც ვარ დღეს.

დედა არის სიკეთის განსახიერება. ალალი და კეთილი ადამიანია, რომელსაც ცუდს ვერავისზე ვერ ათქმევინებ…“, – საუბრობა მაკა ბოჭორიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g