საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ – „შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი“.
მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა
„მქონდა შესაძლებლობა, ევროკომისართან ერთად გვემსჯელა სწორედ გაფართოების კონტექსტზე და გაფართოებაზე უსაფრთხოების კონტექსტში, რაც თავისთავად ასევე მოიცავს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“
მინისტრის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დერეფნის განვითარებაში და ეს ფაქტორი განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში.
„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შუა დერეფნის განვითარებაში. შესაბამისად, როდესაც საუბარია რეგიონში ნებისმიერი სატრანზიტო პროექტის განხორციელებაზე, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ საქართველოს. ეს არის რეალური მოცემულობა და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, როდესაც შუა დერეფანზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ხდება.“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
