LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბეირუთში მომხდარი აფეთქების დროს ფოტოგრაფი ქორწილს იღებდა და ყველაზე მძაფრი მომენტის დაფიქსირება შეძლო

490
31601972-0-image-a-47-1596644273382

ქორწილში მოწვეულმა ოპერატორმა ბეირუთში მომხდარი აფეთქების მომენტის გადაღება შეძლო. აფეთქების დროს ის პატარძალს იღებდა.

ძლიერი აფეთქება ლიბანის დედაქალაქის პორტის სიახლოვეს 4 აგვისტოს, საღამო ხანს მოხდა. საქორწინო ცერემონიის ამსახველ კადრებში ყველაზე მძაფრი მომენტია დაფიქსირებული, რის გამოც ვიდეო ფაქტობრივად ვირუსულად იქცა.

ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ პოზირებს დედოფალი ყვავილებთან ერთად ქუჩაში. მოულოდნელად კამერა სტაბილიზაციას კარგავს და სრულიად სხვა მხარეს ბრუნდება. შემდეგ კადრებში ჩანს,  თუ როგორ ცდილობენ სიძე–პატარძალი და მათი სტუმრები ტერიტორიის სწრაფად დატოვებას. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, 4 ათასამდე ადამიანი დაშავდა, 100–ზე მეტი კი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები