LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბესოსგან ახლაც კი საოცარი მუხტი მოდის“ – ბესო კალანდაძის ნამღერი „არა, არა მოვიტაცებ“ და აღფრთოვანებული დარბაზი

406
Untitled design (2)

ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალურ პროექტში „მიმღერე“, ბესო კალანდაძის და გია მაჭარაშვილის დუეტმა მსმენელს ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“ კომპოზიცია „არა, არა მოვიტაცებ“ კიდევ ერთხელ გაახსენა.

აღსანიშნავია, რომ სიმღერას, რომელიც კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილს ეკუთვნის, ფილმში „ბურნუთას“ პერსონაჟი ასრულებს, რეალურად კი მას ბესო კალანდაძე ახმოვანებს.

დუეტმა „მიმღერეს“ მონაწილეებისგან უამრავი დადებითი შეფასება მიიღო, ბესო კალანდაძეს „ქართველი რობერტ პლანტიც“ კი უწოდეს.

„ეს ვერსია როკის სტილში იყო გადაწყვეტილი. ბესოსგან ახლაც კი საოცარი მუხტი მოდის, თქვენ ხართ მაღალი ნოტების ფუძემდებელი, რომელიც შემდეგ ჩვენ ვისწავლეთ. ქართველი რობერტ პლანტი ხართ“, – აღნიშნა ნინი ბადურაშვილმა.

 

მიმღერე | ბესო კალანდაძე და გია მაჭარაშვილი

მიმღერე | ბესო კალანდაძე და გია მაჭარაშვილი ?

არა, არა მოვიტაცებ (კომპოზიტორი ი. ბარდანაშვილი)

Posted by მიმღერე on სამშაბათი, 21 ნოემბერი, 2023

 

ვიდეო: ორი ლეგენდა სცენაზე – ბესო კალანდაძემ და გია მაჭარაშვილმა 38 წლის წინ დაწერილი სიმღერა, „ლურჯთვალება ია“ შეასრულეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g