მსახიობი და ფილმ „გაღმა ნაპირის“ მთავარი გმირი თედო ბექაური „სიცრუის დეტექტორში“ იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც მეუღლე გაიცნო.
თედოს თქმით, მისმა მეუღლემ ანი ხუციშვილმა ის ე.წ ქუჩის ჭაობიდან ამოიყვანა.
„ერთი პერიოდი ქუჩასთან მქონდა ხშირი შეხება.. ბევრ რამეზე ხელის ჩაქნევის შემდეგ,“ – ამბობს მსახიობი.
„მე ასე არ ვფიქრობდი, რომ ჭაობიდან ამოვიყვანე, ეს მისი აზრია,“ – ამბობს ანი.
მისივე თქმით, ისინი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და ურთიერთობა მეგობრობით დაიწყეს.
„შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს სამეგობროს შეკრების დროს.. აქედან ეტაპობრივად დავიწყებთ ურთიერთობა მეგობრობით,“ – ამბობს თედო ბექაურის მეუღლე.
ვიდეო: „დაბადებული სცენისთვის და მსახიობობისთვის“ – თედო ბექაურმა რეპეტიციის დროს ლექსი წაიკითხა