LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრს აინტერესებდა, მაშინ, როდესაც მე, 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობდი, სად იყო ამ დროს ჩემი ოჯახი…აქციაზე იდგნენ” – სალომე კენჭიაშვილი

698
BeFunky-collage - 2023-03-13T003156.156

სალომე კენჭიაშვილი, აქტივისტი საქართველოს დროშით, რომელიც წყლის ჭავლს თამამად დაუპირისპირდა და აქციიდან ერთ-ერთ დასამახსოვრებელ კადრად იქცა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც სალომეს საუბრიდან ვიგებთ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აინტერესებს სად იყვნენ მისი მშობლები, მაშინ, როდესაც ის წყლის ჭავლს დაუპირისპირდა.

„ბევრს აინტერესებდა, მაშინ, როდესაც მე, 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობდი, სად იყო ამ დროს ჩემი ოჯახი. რას აკეთებდნენ ამ დროს. ჩემი ოჯახი ჩემთან ერთად აქციაზე იდგა. ჩემი ორი ძმა და ჩემი და. ვინც ასეთ კომენტარებს წერთ, ან თქვენ სად იყავით ამ დროს, ან თქვენი ოჯახი”, – ამბობს სალომე ჯაჭვლიანი.

ვიდეო: „დამიჭირეს და მიმათრევდნენ, ადამიანივით არ მექცეოდნენ…ყოველდღე აქ ვიდგები, უკან არ დავიხევ” – ვინ არის ცნობილი აქტივისტი დროშით, რომელიც წყლის ჭავლს დაუპირისპირდა

 

გოგონა წითელი შარვლით! ??

Salivan Kentchiashvili ჩემი მამაცი გოგო❤️✨

Posted by Tamar Dolidze on Sunday, 12 March 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g