გადაცემას „ნოესთან“ მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი სტუმრობდა, სადაც მისი ცხოვრების, ინტერესების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ვაჩემ გადაცემაში სიყვარულზე დაწერილი ლექსიც წაიკითხა, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ვაჩე, ნამდვილო საოცრებავ! გაიხარეთ გენაცვალე, სანამ თქვენისთანა ახალგაზრდები გვეყოლება საქართველოს გადაშენება არ უწერია!..“, „ბიჭი სასწაული, საოცრება! თითქოს სხვა სამყაროდან არის ეს ბავშვი. ასეთი არაფერი მინახია გაოცებული ვარ მისი აზროვნებით, ნიჭით, დონით, გემოვნებით. მჯერა რომ ის მომავლის ქართველია თან როგორი საამაყო“, „მე ვინატრებდი რომ ჩვენს საქართველოს ჰყოლოდა ბევრი ვაჩესნაირი ვაჟკაცები. საქართველოს გადაშენება არ უწერია. ყოჩაღ შენს მშობლებს საოცარი ბიჭის აღზრდისთვის.???♥️♥️“, „საოცრებაა! ნამდვილი გენიოსი!❤️⭐??“, „სანამ ვაჩესნაირები იბადებიან ჩვენს სამშობლოში, მანამდე არაფერი სადარდებელი არ არის! წარმატება იყოს ამ კეთილშობილი გენიოსის მეგზური ???❤️❤️❤️❤️“, „ამ ბიჭს რომ ვუსმენ გულში დიდი იმედი და მომავლის სიხარული მეღვრება, „ჰერიო ბიჭებო ჰერიო“ ❤???“, – წერენ სოციალურ ქსელში.
? ვაჩე ღვინიაშვილი – ლექსი სიყვარულზე
? ვაჩე ღვინიაშვილი – ლექსი სიყვარულზე
? ვაჩე ღვინიაშვილი #ნოესთან
გადაცემა სრულად https://bit.ly/VacheNoestan
Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on Sunday, January 21, 2024