ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე ლიზა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდებიან.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოდან გახდა ცნობილი, სადაც წყვილმა მომავალი შვილის სქესი გაიგო.
როგორც სექსის გაგების ცერემონიიდან გაირკვა, ლიზას და ირაკლის გოგონა ეყოლებათ.
წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო, პატარას კი მშვიდობით მოვლინება და ჯანმრთელი მომავალი უსურვეს.
