LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბილი აილიშზე გადაღებული ფილმის ახალი ტრეილერი გავრცელდა

63
page

როგორც ცნობილია, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელ ბილი აილიშზე დოკუმენტური ფილმი The World’s A Little Blurry გადაიღეს. ახლახანს ფილმის  მეორე ტრეილერი გავრცელდა.

ერთ-ერთ კადრში 19 წლის ბილი  იმაზე საუბრობს, თუ რა კავშირს გრძნობს თაყვანისმცემლებთან.

„მაყურებელთა რიგებში ვიყურები ხოლმე და ვხედავ, რომ თითოეულ ადამიანს რაღაცის გადატანა უწევს. მეც მათნაირი ვარ. ამიტომ ვიფიქრე, მოდი ამ   ყველაფერს ხელოვნებად ვაქცევ მეთქი“, – ამბობს აილიში.

ფილმში არტისტის ყოველდღიური ცხოვრება და საარქივო მასალა იქნება ნაჩვენები, ასევე ის პირველად ისაუბრებს სასიყვარულო ურთიერთობაზე. ფილმის პრემიერა  Apple TV+-ზე  26 თებერვალს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები