LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბიორკი ისლანდიაში გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

68
safe-image (2)

15 „გრემის“ მფლობელმა ისლაინდიელმა მუსიკალურმა არტისტმა, ბიორკ გუდმუნდსდოტირმა, სასცენო ფსევდონიმით ბიორკი, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ 54 წლის ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი, აგვისტოს თვეში, ისლანდიაში გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, რომელიც covid-19-ისა და ფერადკანიანთა ჩაგვრის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის, Black Lives Matter იქნება მიმართული.

„ძვირფასო მეგობრებო, მინდა კონცერტზე დაგპატიჟოთ, რომელიც კორონავირუსისგან დაზარალებულ ადამიანებსა და მოძრაობა, Black Lives Matter  მიეძღვნება“, – ამ სიტყვებით მიმართა არტისტმა 5.5 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს.

სამ წუთიან ვიდეოში ბიორკი, როგორც ყოველთვის, არაორდინალურად გამოიყურებოდა.

https://www.instagram.com/p/CC3Pt-EFa5M/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები