საფრანგეთის ლიგა 1-ში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – „სენტ ეტიენმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა და 1:6 დამარცხდა. 27-ე ტურის შეხვედრაში ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო – „სენტ ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილმა 62 წუთი ითამაშა, ხოლო პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიამ – 63 წუთი და თავის გამოჩენა ორივემ შეძლო.
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს ხვიჩას და კვარას დამოკიდებულება მოედანზე.
„ბოლო წუთამდე ხვიჩას თავთან იდგა, სანამ არ დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო“ , – წერს სპორტული პორტალი Geo Team – ი.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ 71 ქულა დააგროვა და თუ ამ ტურში „მონაკო“ ვერ მოიგებს, პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონობას სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე იზეიმებენ.
ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.