აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე, თამთა ჩხეიძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია.
მისი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მუდამ შემართებითაა.
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ამ ცხრა თვის განმავლობაში არ ყოფილა დღე, როცა მე ბრძოლისთვის მზად არ ვყოფილვარ. ჩემს მეუღლეს ძალიან გაუჭირდა, რადგან თავისი პიროვნებიდან გამომდინარე ოთხ კედელში ყოფნა არ შეუძლია. ისეთი ჰიპერაქტიურია, რომ ეს ძალიან ცუდი რამ მოხდა“, – ამბობს გიორგის მეუღლე.
აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აღსანიშნავია, რომ გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.
დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია „ლიმონის” დამფუძნებელია.