ბრედ პიტმა თავისი ახალი ფილმის, „ფორმულა 1“-ის პრემიერზე გამოცემა ET-ს პატარა ინტერვიუ მისცა.
„არ აქვს მნიშვნელობა, რა შეცდომა დაუშვი, უბრალოდ მთავარია ისწავლო და გზა გააგრძელო. ეს მიგიყვანს წარმატებამდე. როდესაც ცხოვრებაში გარკვეულ ასაკს მიაღწევ, უფრო კარგად ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია, შენს გვერდით იყვნენ ადამიანები, ვინც გიყვარს და ვისაც შენ უყვარხარ. ყველაზე მთავარი მეგობრები და ოჯახია, ყველაფერი სწორედ აქედან იწყება“ – განაცხადა ბრედმა
აღნიშნული კომენტარი ბევრმა როგორც „აღიარებითი ჩვენება“ და სინანული, ისე მიიღო. თითქოს მან წარსულ ქმედებებზე გააკეთა მინიშნება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრედმა ორ შვილთან ურთიერთობა საკმაოდ უხეშად გაწყვიტა და ამით ანჯელინა ჯოლის განრისხებაც გამოიწვია. საუბარია წყვილის ნაშვილებ ორ ვაჟზე, პაქსსა და მედოქსზე, რომელთანაც პიტს თავიდანვე არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა.
ცნობისთვის, ანჯელინამ ბრედი ძალადობაში პირველად 2022 წელს დაადანაშაულა, ის აცხადებდა, რომ 2016 წელს, თვითმფრინავით საბედისწერო მგზავრობის დროს, პიტი ერთ ბავშვს ახრჩობდა, მეორეს კი სცემდა. ჯოლის თქმით, ბრედმა ის თმით ითრია და სახით კედელს მიანარცხა. საქმეში მითითებულია, რომ პიტს შელაპარაკების მომენტში ლუდი და წითელი ღვინო ჰქონდა დალეული
ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია – GQ-ს ინტერვიუ


