LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ცეცხლწაკიდებულ ავტომობილში გამომწყვდეული ხალხი სიკვდილისგან გამვლელმა იხსნა

84
6dc489615620423586e3cef6a1ed571f-750

გმირმა მძღოლმა მანქანა გააჩერა, აალებულ მინივენთან მივიდა, საქარე მინა ჩაამტვრია და შიგნით ჩაკეტილი მგზავრები გამოიყვანა. შემთხვევა ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინში მოხდა და გზაზე დამონტაჟებულმა კამერამ ყველაფერი გადაიღო.

როგორც ვიდეოში ჩანს, მინივენის მძღოლი საჭეს ვერ გაუმკლავდა. დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი გადაბრუნდა და რამდენიმე წამში ცეცხლიც გაჩნდა. შიგნით მყოფმა ადამიანებმა კარებიდან გამოსვლა სცადეს, თუმცა ცეცხლმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

დაზარალებულების დასახმარებლად გამვლელი სატვირთო ავტომობილის მძღოლი გაჩერდა. მამაკაცმა ცეცხლწაკიდებულ მინივენთან მიირბინა და საქარე მინა ფეხით შეამტრვია. ამის შემდეგ ავტომობილიდან ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი გადმოვიდა.

საბედნიეროდ, ავარიის შედეგად მათ მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები