LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი გუნდის შეკრება იყო ურეკში… უსახსრობის გამო ვერ მივდიოდი, ბევრი ვიტირე, მაგრამ ეს უდიდესი ტკივილი წამებში დიდ სიხარულად გადაიქცა…“ – ნიკა კვეკვესკირის ემოციური ისტორია

202
ნიკა კვეკვესკირი

„სტატუსი გამოქვეყნდა, რომელიც ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ მონაკვეთს ეხებოდა, ერთ ნაწილში კი ნათქვამი იყო, რომ თითქოს მთავარმა მწვრთნელმა მე [გუნდის შეკრებაზე] უსახსრობის გამო არ წამიყვანა, რეალურად ეს ისტორია სხვანაირია,“ – ამის შესახებ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 32 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლმა ნიკა კვეკ­ვეს­კი­რმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ისაუბრა და მის ბავშვობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ისტორია გაიხსენა.

„ალბათ, ბავშვური ტკივილია ის, როდესაც სადაც გინდა რომ ყველაზე მეტად იყო, იქ ვერ მიდიხარ, ჩემი გუნდის შეკრება იყო ურეკში… უსახსრობის გამო ვერ მივდიოდი, მაშინ ჩვენი გუნდი მშობლების მიერ ფინანსდებოდა… ვიცოდი, რომ ვერ მივდიოდი, მშობლებს არ დაუმალავთ, ბევრი ვიტირე, ძაან დიდი ტკივილი იყო, მაგრამ შემდეგ ეს ისტორია ასე დამთავრდა – მთელი გუნდი, ავტობუსით სახლში დამადგა, მწვრთნელმა უთხრა ფეხბურთელებს, ნიკას გარეშე არსად წავალო, ყველა დაეთანხმა, ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემ გარეშე არ მიდიოდნენ… ეს უდიდესი ტკივილი წამებში დიდ სიხარულად გადაიქცა“

ნიკა კვეკვესკირის ემოციური ისტორია

🥹❤️ „ჩემი გუნდის შეკრება იყო ურეკში… უსახსრობის გამო ვერ მივდიოდი, ბევრი ვიტირე, ძაან დიდი ტკივილი იყო…“ | ნიკა კვეკვესკირის ემოციური ისტორია

Posted by მხოლოდ ლელასთან on ორშაბათი, 27 მაისი, 2024

mazda magti 5g