აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემას „Ajaratv.SHOWS“ სტუმრობდა ენდოკრინოლოგი ლია ჯაში, რომელმაც ბავშვების სრულფასოვანი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ენდოკრინოლოგმა აღნიშნა, მშობლებმა ბავშვები სკოლაში საუზმის გარეშე არ უნდა გაუშვან.
ლია ჯაშის თქმით, თუ მშობელს სურს, რომ ბავშვმა სრულფასოვნად იკვებოს, მას სკოლაში საკვები უნდა გაატანოს.
„მთელს მსოფლიოში, მოსწავლეებს დილით მშობლები ლანჩ ბოქსებს უმზადებენ. ლანჩ ბოქსის გატანება თავისუფლად შეიძლება თითოეული ბავშვისთვის – იყოს ხილის გარკვეული რაოდენობა, ბუტერბროდი, რძის პროდუქტები – რაც ბავშვისთვის საჭიროა.
ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, მშობელთან მივდივართ, კი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სკოლასთანაც [კვების უზრუნველყოფა], მაგრამ მაშინ უნდა იყოს თანადაფინანსება… მოსწავლეობის პერიოდში ჩვენც ვყიდულობდით საკვებს.
კი უნდა იყოს ეს რაციონი სკოლაში, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ოჯახის პრიორიტეტი უნდა იყოს.
ძალიან ბევრი მშობელი ვიცი, რომელიც ამბობს: „დილას არ ჭამს ბავშვი“, რას ჰქვია არ ჭამს? ბავშვი სკოლაში საუზმის გარეშე არ უნდა გაუშვა. თუ მშობელს უნდა, რომ ბავშვმა სრულფასოვნად იკვებოს, კეთილი ინებოს და დილით საკვები გაატანოს“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.