მომღერალი თიკა ფაცაცია, რომელიც გუშინ 44 წლის გახდა, სოციალურ ქსელში დედასთან, მანანა ფაცაციასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს და წერს, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაბადების დღეა.
თიკა ფაცაციამ დედას ყოველივე საუკეთესო უსურვა.
„ახლა კი ჩემი მთავარი პერსონის, ჩვენი ბირთვის, გამწევი ძალის, იდეების გენერატორის, ჩემი მთავარი პროდიუსერის, ჩემი შემქმნელის და გამომძერწველის, ჩემი სიყვარულის საწყისის, ჩემი სამაგალითო ქალის, ჩემი მოაზროვნის, ჩემი გამხარებლის, ჩემი უნიჭიერესის, ჩემი ულამაზესის, ჩემი კაიტიპის, ჩემი იდენტობის და ჩემი ყველაზე ძვირფასი მეგობრის ჩემი დედა დედოფლის დაბადების დღეა.
ზუსტად ვიცი როგორი დედაც მინდა ვიყო❤️მისნაირი❤️ დედი შენ ხარ თავად ბედნიერება. მიყვარხარ დასაბამიდან და ძლიერ ძლიერ. კარგად, ლაღად და ჯანმრთელად უნდა მყავდე ძალიან დიდხანს. შენს დღეს გაუმარჯოს და შენ გაგიმარჯოს❤️❤️❤️❤️❤️❤️“, – წერს თიკა ფაცაცია.