მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინფლუენსერი და UFC-ის ჟურნალისტი ნინა დრამა კვლავ საქართველოში იმყოფება. ის ქვეყანას საშობაოდ ხელმეორედ ესტუმრა ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის თანხლებით.
მერაბ დვალიშვილმა ზამთრის ტურის შესახებ ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გავრცელებული მასალების მიხედვით, დვალიშვილმა და ნინა დრამამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი უკვე მოინახულეს, ადგილობრივ მოსახლეობას შობა მიულოცეს და ტურის ფარგლებში ცხენით ჯირითობაც მოასწრეს.
მიღებულს შთაბეჭდილებებს ნინა დრამა სოციალურ ქსელში უზიარებს მის მიმდევრებს და წერს:
„ახლა უკვე ოფიციალურად ქართველი ვარ. მადლობა მერაბ ‘The Machine’ დვალიშვილს საქართველოში დაუვიწყარი დროისთვის“, – წერს ნინა დრამა.
