LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჭოხონელიძე „ოცნებას“: ვის უნდა დაუტოვოთ ქვეყანა? – იმ ადამიანებს, ვინც საპროტესტო აქციებს მართავენ, 30-ე დღეა და არ იღლებიან

566
2024-12-27_01-34-04_840087

მამუკას და მისი გუნდის წევრებს მინდა ვუთხრა, აბა ვის უნდა დაუტოვო ქვეყანა? იმ ადამიანებს, ვინც საპროტესტო აქციებს მართავენ, 30-ე დღეა და არ იღლებიან, – აღნიშნულის შესახებ თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

„კობახიძეს და მის გუნდს მინდა ვუთხრა, რომ ეტყობა არ გაუვლია რუსთაველზე, ქვეყანა უნდა დაუტოვოს იმათ, ვინც რუსთაველზე დგანან. იქ დგანან ადამიანები დიდი გაგებით, პატრიოტიზმით და ბრძოლის უნარით, რომელიც ქვეყნის გადარჩენისთვისაა მომართული.

ეს ახალგაზრდები ასეთი ანთებულები თუ იყვნენ, ნამდვილად არ გვეგონა. მინდა ვთქვა გაოგნება, ასეთმა ახალგაზრდებმა თუ იციან, რას ნიშნავს ყველაზე დიდი მტერი, უფროსი თაობა რას ფიქრობს? მათ ხომ ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს საბჭოთა კავშირი?!

მამუკას და მისი გუნდის წევრებს მინდა ვუთხრა, აბა ვის უნდა დაუტოვო ქვეყანა? იმ ადამიანებს, ვინც საპროტესტო აქციებს მართავენ, 30-ე დღეა და არ იღლებიან, აბა იმას უნდა დაუტოვო, 10 კაცი რომ ერთს ურტყამს?!“, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g