პანდემიის დასასრული თუ მცირე პაუზა?! – ეს იყო თემა, რომელიც ქართველმა ეპიდემიოლოგებმა და საქართველოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “ღამის პრაიმ-თაიმი” განიხილეს.
გადაცემას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.
ჟურნალისტმა, თამუნა გომართელმა გადაცემაში მოწვეული სტუმრის, უფოლოგის, პარანორმალური მოვლენების მკვლევარის, ერეკლე შონიას მიერ დაფიქსირებული მოსაზრების შემდეგ, აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, სახეზეა საყოველთაო გამოშტერება და ტოტალური ქცევითი აშლილობა.
“ჩუმად იყავით და მომისმინეთ.. 16 000 ადამიანი არის მკვდარი ამ ქვეყანაში და ამ სტატისტიკის ნაწილი არის მამაჩემი და ბევრი ჩემიანის, ბევრი ნაცნობის, ბევრი უცნობის, ბევრი მეგობრის მამა. ამდენი ადამიანია მკვდარი ..
და დღეს ჩვენ, ორი წლის თავზე ვსაუბრობთ იმაზე, რომ რადგან შეგვიმსუბუქეს რეგულაცია უნდა ავიცრათ თუ არა, რომ გადავარჩინოთ მამათქვენის სიცოცხლე”,- თქვა თამუნა გომართელმა.