„ზმუკი პოდკასტს“ ესტუმრა ილიკო სუხიშვილი, რომელმაც უპასუხა დასმულ კითხვას, მართლა ჰქონდათ თუ არა შეხება „ბითლზის“ ცნობილ წევრებთან, რინგო სტართან და პოლ მაკარტნისთან, ანსამბლის მოცეკვავე გოგონებს:
„რინგო და მაკარტნი შეუცვივდნენ ჩვენს გოგონებს ოთახში და დაცვამ გაათრია. ამათმა არ იცოდნენ, ვინ იყვნენ, ორი მთვრალი ნაბი….რი შევარდა და მათ გოგონებმა სულ გრიმის ძალიან მძიმე ჩანთები ურტყეს. ჩვენი გოგონები ვის არ მოეწონებოდა, მაგრამ ვის რას გააბედინებდნენ? გაიგდეს… მთვრალი გრძელთმიანი ხოჭო შემოვარდა, უნდა გააგდო, აბა?!.“
