სულ მცირე ხნის წინ, „საქართველოს ხმის“ მეორე სეზონის მონაწილემ, გიორგი ლაფაჩიშვილმა, კონკურსის ფინალში თავის რჩეულს, ინა გზირიშვილს პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი და გოგონასგან თანხმობაც მიიღო.
წყვილი უკვე ქორწილისთვის ემზადება, მანამდე კი ნიშნობა შედგა. შესაბამისი ფოტო გიორგიმ სოციალურ ქსელში გაგვიზიარა, სადაც საყვარელ ქალს ნიშნობის ბეჭედს უკეთებს. წყვილი მილოცვებს იღებს.
რასაკვირველია, ნიშნობას გიორგის სიმღერის გარეშე არ ჩაუვლია. მან რომანტიკული კომპოზიცია მომავალ მეუღლეს მიუძღვნა.
გიორგი ამ გამორჩეული დღის შესახებ fortuna.ge-ს ესაუბრა:
„გუშინ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო,მემოციურად და ყველანაირი მხრივ. იყო ნიშნობა, ჩვენმა ოჯახებმაც გაიცნეს ახლოს ერთმანეთი. ლამაზი მოგონებების ფურცელზე ჩაიწერა ეს დღე. ჩემთვის ყველა მოგონება მნიშვნელოვანია, წარმოიდგინე, მსგავსი დღეები როგორი მნიშვნელობის მატარებელია. დღესაც მოგვყვება ეს ყველაფერი. სოციალურ ქსელში მივიღეთ ბევრი მილოცვა, ბევრმა ადამიანმა გამოხატა თბილი დამოკიდებულება. ყველას მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო.
ვაპირებთ ხელის მოწერასაც და ქორწილსაც, ეს ყველაფერი დაგეგმვის პროცესშია, ჯერ არ ვიცით, როდის გადავწყვეტთ, თუმცა არ გამოგაპარებთ ნამდვილად (იღიმის).“
