2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია.
თილისმებისა და 2026 წლის სიმბოლოების შესახებ ფენ-შუის სპეციალისტი, ეკა კვარაცხელია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც დეტალურად აღწერს, თუ რა სიმბოლოები დაგვჭირდება 2026 წელს ფინანსური იღბლისთვის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის.
„წარმოგიდგენთ 2026 წლის თილისმათა ნაკრებს. წლევანდელი თილისმათა ნაკრები გასული წლებისგან განსხვავებით ძალიან მსუყეა, აქ არის ყველაფერი, რაც ძალიან გვჭირდება 2026 წელს. 2026 წელს გვჭირდება იღბალი, ფინანსური კეთილდღეობა, დაცვა ჯანმრთელობა და ასე შემდეგ.
ეს არის ცხენის სიმბოლო, რომელიც ზის სიმდიდრის თასზე. ეს არის 2026 წლის, ანუ ცეცხლოვანი ცხენის წლის მთავარი სიმბოლო.
წლის სიმბოლოა ნალი, რომელიც აღნიშნავს დაცვას. ნალი საჭიროა იმისთვის, რომ აქტიური, მოძრავი და წარმატებული წელი გვქონდეს. ნალი აღნიშნავს დაცვას მტრის თვალისგან და ცუდი ენერგიებისგან. ნალი უნდა დამაგრდეს თქვენი შემოსასვლელი კარის ცენტრალურ ნაწილში და უნდა იყოს ამოტრიალებული ფორმით.
კიდევ ერთი სიმბოლოა 2026 წლის სიმდიდრის ბარათი, რომელიც უნდა განათავსოთ თქვენს საფულეში იმ განყოფილებაში, სადაც სხვა ბარათები არ იქნება და მთელი წლის განმავლობაში უნდა ატაროთ საფულით.
აგრეთვე სიმბოლოა გასაღები, რომელიც არის სიმდიდრის და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლო და ვისაც სურს, რომ 2026 წელს შეიძინოს ქონება, ეს სიმბოლო სწორედ ამისთვის დასჭირდება.
ეს კი პატარა სიმდიდრის თასია, რომლითაც უნდა მოვიზიდოთ ფულები, ოქრო, ფინანსური კეთილდღეობა…
სიმბოლო ხმალი, რომელიც არის ოჯახის დაცვისა და კეთილდღეობის სიმბოლო, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება 2026 წელს.
ასევე ჯანმრთელობის სიმბოლოს, ვულვუს გოგრა.
თხის გამოსახულების სიმბოლო და თუ ამ სიმბოლოს დაახვედრებთ ცხენს და თან ატარებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ 2026 წელს ახვედრებთ იმ ენერგიას, რომელიც ერწყმის ამ წლის ენერგიებს. ამ თხის სიმბოლოს მოჰყვება ფენ-შუის 5 მონეტა, რომელსაც მოაქვს ფული.
ასევე სურვილების კაფსულა, რომელსაც გახსნით და მასში არსებულ ქაღალდზე დაწერთ თანხას რიცხვის სახით, რაც იქნება გონივრული თანხა იმისთვის, რომ 2026 წელს თქვენ ეს თანხა გქონდეთ. შემდეგ ამ ფურცელს დაწვავთ და ფერფლს ჰაერს გაატანთ.
დაგჭირდებათ ქისაც, რომელზეც გამოსახულია ორმაგი ბედნიერების სიმბოლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მოაქვს ფული, სიყვარული, ურთიერთობებში ჰარმონია და ახალი პარტნიორული ურთიერთობების, კეთილშობილი ადამიანების მოზიდვის შესაძლებლობა.
ქისაში უნდა ჩაიდოს არანაკლებ 50 ლარისა და არასოდეს არ გამოტოვოთ თვე, ყოველ ხელფასზე მოათავსეთ მასში ფული, რაც უფრო და უფრო მეტ ფინანსებს მოგიტანთ.
ბოლოს კი ცხენის გამოსახულებით კონვერტი, რომელსაც გამოიყენებთ ახალი წლის ღამეს. მასში ჩადებთ ყველაზე დიდ კუპიურას, დადებთ თქვენი თეფშის ქვეშ და სანამ სუფრას არ აალაგებთ, ეს კონვერტი დარჩება თეფშის ქვეშ. ამ კონვერტს ინახავთ და გექნებათ 2027 წლამდე, შემდეგ შეგიძლიათ დახარჯოთ, არ გააჩუქოთ“, – ამბობს ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია.
