19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
„ტვ პირველმა“ გაასაჯაროვა კადრები, სადაც ის მუსიკა ისმის, რომლის გამოც საბედისწერო დაბადების დღეზე დაპირისპირება დაიწყო.
ანა გებაჩავამ დახურულ სასამართლო სხდომაზე გაიხსენა ვინ ვის ურტყამდა 18 ივნისის ღამეს და როგორ დაიწყო დაპირისპირება საბურთალოელებსა და ნაძალადეველებს შორის.
„წვეულება კარგად მიდიოდა, სანამ საბურთალოელები მოვიდოდნენ. არაფერი არ არეულა, ყველაფერი კარგად იყო, ვერთობოდით და როდესაც საბურთალოელები მოვიდნენ, ერთ-ერთ მათგანს, კოკო ღიბრაძეს, თითქოს, ვიღაცამ მიაყენა შეურაცხყოფა – დიჯეით მიმართა, ეგ არ ესიამოვნათ და მაგის შემდეგ დაძაბულობა იყო ნახალოვკელებსა და საბურთალოელებს შორის“, – აცხადებს ანა გაბეჩავა.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/385099152662525/