ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი ესტუმრა პოდკასტს Nini Talks და ისაუბრა იმის შესახებ, რატომ უნდა გათავისუფლდნენ ქალები კარგი გოგოს სინდრომისგან:
„აზრი არ აქვს, შენზე რას ფიქრობენ. ცხოვრება ისეთ ექსტრემალურ სიტუაციებში გაყენებს, ყოველთვის ვერ იქნები კარგი გოგო. მართლა რომ გინდოდეს, ყოველთვის ყველას ვერ დაეხმარები, არც რესურსი გაქვს ამისი და არც ძალა. არ შეგიძლია, როგორც ყველას, შენ შენი ქაოსი, ფიქრები და შიშები გაქვს. ცუდი გოგოს როლი გეხმარება იმაში, რომ გონება მშვიდდება. შენ ისედაც ხვდები, რომ ადამიანები მაინც იმას ფიქრობენ, რაც უნდათ. ამან დიდი თავისუფლება მომიტანა. ყველა თავს განებებს, ხვდება, რომ მაინც იმას იზამ, რაც გინდა. მე ამ თავისუფლებით ვცხოვრობ. რაც დღეს მაქვს, ეს არის თავისუფლება. ამან დამანახვა, რომ ძალიან მარტივი ყოფილა ცხოვრება, თუ იტყვი, რა ვქნა, მე ვარ ეს, თქვენ ჩემს თავში ვერ ჩაიხედავთ, ამიტომ, მოდი, ჩემს თავთან დამტოვეთ…“
