პოპ-ვარსკვლავის, მადონას კარიერაში სიახლეებია. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეპოქალური არტისტი ავტობიოგრაფიულ ფილმის გადაიღებს, რომელის რეჟისორიც თავად იქნება. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ლუიზა ჩიკონემ საკუთარი არომატი, სუნამო Madame X გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სუნამო ვარკვლავმა უკანასკნელი სტუდიური ალბომის შთაგონებით შექმნა.
აღნიშნული ინფორმაცია მადონამ „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. „დაარღვიე წესები“, – ასე დაასათაურა მომღერალმა ვიდეო.
„თავიდაპირველად მძარფრი სურნელი აქვს, თუმცა, 30 წუთის შემდეგ, სხეულის სურნელს ერევა და მსუბუქი არომატი რჩება“, – საუბრობს ვიდეოში მადონა, სადაც ის სუნამოს შეფუთვას ხსნის.
https://www.instagram.com/p/CFf9xrQh1Vl/
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის ჩაეშვება მადონას არომატი Madame X გაყიდვაში.