LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა გიამბოთ იმ საოცარი მოგზაურობის შესახებ, რომელშიც ცხოვრებამ წამიყვანა“ – მადონა ავტობიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

116
safe-image

გასულ თვეს, ლეგენდარულმა პოპ-ვარსკვლავმა, 61 წლის მადონამ „საიდუმლო“ პროექტზე მუშაობის ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც მადონა და სცენარისტი, დიაბლო კოუდი, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო ფილმისთვის „ჯუნო“, სხედან და საუბრობენ. მადონა მას საკულტო კოსტიუმის შესახებ უყვებოდა, რომელიც ტურნესთვის Blond Ambition მას ჟან პოლ გოტიემ შეუქმნა. მაშინ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ არტისტი ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობდა.

ვიდეო: მადონა საიდუმლო პროექტზე მუშაობს

ახლა კი ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. მადონა ავტობიოგრაფიული ფილმის რეჟისორი თავად იქნება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მომღერალმა ავტობიოგრაფიული ფილმის სცენარის დაწერაშიც მიიღო მონაწილოება.

„მინდა გიამბოთ იმ საოცარი მოგზაურობის შესახებ, რომელშიც ცხოვრებამ წამიყვანა“, – განაცხადა მადონამ.

აღსანიშნავია, რომ ფილმი მადონას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც მუსიკაზე გაკეთდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ არტისთის შესახებ გადაღებულ ფილმს და ვინ შეასრულებს ლეგენდარული მუსიკოსის როლს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები