LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მადონა საიდუმლო პროექტზე მუშაობს

99
safe-image

61 წლის პოპ-ვარსკვლავი მადონა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს – ჰყავს შვილები, ატარებს ტურნეებს და ჰყავს 35 წლით უმცროსი შეყვარებული, აჰლამალიკ უილიამსი.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ვარსკვლავი საიდუმლო პროექტზეც მუშაობს. მადონა ფილმის გადაღებებისთვის ემზადება. ვარსკვლავმა  „ინსტაგრამის“ საშუალებით მოკლე ვიდეო გაავრცელა, სადაც მუშაობის პროცესია აღბეჭდილი. მადონა და სცენარისტი, დიაბლო კოუდი, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო ფილმისთვის „ჯუნო“, სხედან და საუბრობენ. მადონა მას საკულტო კოსტიუმის შესახებ უყვება, რომელიც ტურნესთვის Blond Ambition მას ჟან პოლ გოტიემ შეუქმნა.

„როდესაც შენ მრავლობითი ტრავმების გამო სახლში გიწევს ჯდომა, რით უნდა დაკავდე? უნდა დაჯდე და დიაბლო კოუდისთან ერთად სცენარზე იმუშავო“, – წერს ვარსკვლავი.

მადონას თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ არტისტი ავტობიოგრაფიულ ფილმზე მუშაობს.

https://www.instagram.com/p/CDnCK5gh_IQ/

შეგახსენებთ, გაზაფხულზე 61 წლის მუსიკოსმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ კი ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდიც გაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები