სულ ცოტა ხნის წინ, ტაბლოიდებს საოცრად გემრიელი ლუკმა მიეცათ, მათ აივანზე 61 წლის მადონა და მისი 25 წლის შეყვარებული, მოცეკვავე აჰლამალიკ უილიამსი დააფიქსირეს, რომელიც თავის „გულისწორს“ მასაჟს უკეთებდა.
61 წლის მადონა 26 წლის შეყვარებულთან ერთად - პიკანტური მასაჟი პირდაპირ აივანზე
მადონა ხან თავის „ბოიფერენდს“ ეფერებოდა, ხანაც თავისი ქალიშვილის მეგობარ ბიჭს კოცნიდა. ერთი სიტყვით, გვერდიდან ყველაფერი ერთ დიდ გაუგებრობას ჰგავდა
ამის შემდეგ გაირკვა, რომ წყვილი ერთმანეთს უკვე ერთი წელია ხვდება. ბიჭუნამ მადონა უკვე თავის მშობლებსაც გააცნო.
„ჩემი ბიჭისა და მადონას სიყვარული შესაძლოა ქორწინებითაც დამთავრდეს. ჩვენ, ორივე მადონას დიდი გულშემატკივრები ვართ, თუმცა არ გვსურს, მან ჩვენს ბიჭს გული ატკინოს“ – აცხადებს უილიამსის დედა. მამის თქმით კი, პოპ ვარსკვლავლი მათ დაპირდა, რომ მათ ვაჟზე იზრუნებს.