ლიზა ჩიჩუა, დავით არჩვაძე, ზუკა ბახტაძე-ბალანჩივაძე, ლუკა ჭანიშვილი, საბა კემულარია და დავით მაღრაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „მიმღერე“ „ფრთამოტეხილ მაფშალიას არაჩვეულებრივად ასრულებენ. ტექსტის ავტორია პეტრე კოლხი.
მაყურებლის გარდა, არაჩვეულებრივმა შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა სოციალურ ქსელშიც. ათასობით ნახვას და მოწონებას, ასობით გულთბილი კომენტარი ახლავს.
„ლიზა, ჟრუანტელი რომ გივლის ყველა ფრაზაზე აი ისე ასრულებ. ბრავო! სასწაული სიმღერაა. მადლობა დათო არჩვაძეს ამ სიმღერისთვის და ჩვენ ტკბილ ხმიან ბიჭებს“, „შიგნით, პირდაპირ გულში რომ ჩაგეღვრება ცრემლები და უსუსური ხარ ასეთი ტკივილის გამო 😔 მართლაც, კუთხე არა! ერთიანი საქართველო გქვია !🇬🇪❤️✊️👏 ბრავო დათოს და ყველას ასეთი ემოციური შესრულებისთვის 💖👍👏“, „საოცარი პროექტია. საოცარი მონაწილეებით 👍👍❤️“, „დამუნჯდები ისეთი შესრულება იყო 🙏🙏🙏“, „ეს გოგო არის სრულყოფილება⭐️🌟✨👏👏👏💛💛💛“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ლიზა ჩიჩუა თავადაც გვიზიარებს არაჩვეულებრივ შესრულებას.
„Davit Archvadze -ის შედევრი, ფრთამოტეხილი მაფშალია.უღრმესი მადლობა ბიჭებს და დავით მაზანაშვილს ამ საოცარი ვერსიისთვის! მიყვარხართ!“, – წერს ლიზა სოციალურ ქსელში.