რამდენიმე დღის წინ ლილოში მომხადრმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა.
22 წლის ქეთი ჯავახიშვილის დასახიჩრებული სხეული მის სახლთან იპოვეს.
დანაშაულში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი დაკავებულია, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე „ტვ პირველთან“ ამბობს, გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული, ძირითადად თავის და ზურგის არეში.
„ამგვარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა პრაქტიკაში არ მქონია. ამგვარი ჭრილობები, რომ არც ერთი ორგანო მთელი არ ჰქონდა, ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ქეთის ჯავახიშვილის ცხედარზე 59 ჭრილობაა, სხეულის თითქმის ყველა ადგილას. დანის პირი არის აღმოჩენილი თავში, ანუ იმ სიმძლავრით დაარტყა თავის არეში, რომ დანის პირი გადატყდა. ზურგის არეში ათეულობით ჭრილობაა. ამ გადასახედიდან წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ ქეთევან ჯავახიშვილზე გააგრძელა ბრალდებულმა ჭრილობების მიყენება.
ბრალდებული ოთარ ცინდელიანი არ უარყოფს, რომ არის ნარკოტიკის მომხმარებელი. მან განმარტა, რომ შემთხვევის დღეს რამდენიმე ფსიქოტროპული საშუალება და ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული. მოიხმარდა მათ შორის „ამფეტამინსაც“. თუმცა სატელეფონო მიმოწერებში არც ნარკოტიკზე და არც ფულზე საუბარი არ არის. მათ შორის არის მიმოწერები, სადაც ჩანს, როგორ ეპყრობა ბრალდებული ჯავახიშვილს. რომ მის გარეშე არავის უნდა დაელაპარაკოს, არ უნდა გაადგილდეს და მსგავსი სტერეოტიპული მიდგომებით… არის დამამცირებელი ტექსტებიც“ – ამბობს ლევან ვეფხვაძე.