LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დათუნა, ჩემო ძმაო, გენაცვალე გულში! გავიგე, რომ ოპერაციას იკეთებ, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად“ – ლაშა ბექაური დათი ქოქრაშვილს მიმართავს

545
ლაშა ბექაური

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი აშშ-ში იმყოფება და რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპისთვის ემზადება.

„დათიკო აგრძელებს ბრძოლას, რომ შეძლოს ფეხზე დადგომა, კიდევ გაღვივდა იმედის ნაპერწკალი, უცბად ის გახდა შესაძლებელი, რისი წარმოდგენაც რაღაც დონეზე შეუძლებელი იყო, დათი არ კარგავს მოტივაციას სამყაროსგან გამოგზავნილი სირთულის დასაძლევად“ – ვახო ბიჭიკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, დათი ქოქრაშვილის დასახმარებლად გაერთიანდნენ

სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით ცნობადი ადამიანების სტატუსებსა და ვიდეოებს, რომლებითაც ისინი დათის მხარდაჭერას უცხადებენ და ამხნევებენ.

საჯაროდ მიმართავს დათის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაურიც.

აღნიშნულ ვიდეოს „ინსტაგრამის“ გვერდი dati_and_family აქვეყნებს:

„დათუნა, ჩემო ძმაო, გენაცვალე გულში! გავიგე, რომ ოპერაციას იკეთებ და მინდა გითხრა, რომ ყველაფერი მაგრად იქნება. არ ინერვიულო და იცოდე, რომ ღმერთი ყოველთვის შენთან არის და არასდროს დაგტოვებს, რაც ხდება, ყველაფერი ღმერთის ნებაა და იცოდე, რომ არაფერი გაქვს სანერვიულო, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, გენაცვალე გულში, აბა შენ იცი, წარმატებები“, – მიმართავს ლაშა ბექაური დათი ქოქრაშვილს.

„ვერავინ რისკავდა, თუმცა, ინახა ქირურგი, რომელიც ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს“ – დათი ქოქრაშვილს ოპერაციისთვის საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდება

„მეგობრებო და მსოფლიოში ქართველო ემიგრანტებო!.. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ ოპერაციას“ – დათი ქოქრაშვილის ოჯახის ახლობელი საზოგადოებას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g