LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დე, ეს იცი რომელი სურნელია? მე რომ მენატრებოდა… ვკითხულობდი – დედა იყო მოსული?“ – ლელა წურწუმია შვილთან დაკავშირებულ ემოციურ ამბავს იხსენებს

273
ლელა წურწუმია

მომღერალი ლელა წურწუმია საავტორო გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ საკუთარი შვილის, მარიკოს შესახებ ემოციურ ისტორიებს ხშირად ჰყვება.

გადაცემის გასულ ეპიზოდში, რომელსაც მსახიობი ეკა დემეტრაძე სტუმრობდა, და გადაცემის წამყვანი და სტუმარი შვილებთან მიმართებით სინანულზე საუბრობდნენ, ლელა წურწუმიამ მარიკო მამულაშვილთან დაკავშირებით მორიგი ამბავი გაიხსენა:

„მეგობარი მესტუმრა, მას ჩემი ერთ-ერთი ჩემი სუნამო ვაჩვენე და მივაპკურე, მარიკოც იქ იჯდა, რომელმაც უცებ მითხრა: „დედა, ეს იცი რომელი სუნია? მე რომ მენატრებოდა დე, მე რომ მეძინა და შენ რომ ღამე მოდიოდი და მე რომ არ ვიცოდი, შენ რომ იყავი მოსული… როგორც კი გავიღვიძებდი და ამ სურნელს გავიგებდი, ვკითხულობდი – დედა იყო მოსული?“ – თქვა ლელა წურწუმიამ და აღნიშნა: „მე მივხვდი, რომ ეს ჩემი შვილის სუნია, ეს ჩემი მარიკოს ბავშვობაა“.

🥹❤️ სინანული შვილებთან მიმართებით | ეკა დემეტრაძის და ლელა წურწუმიას ემოციური ისტორიები

🥹❤️ სინანული შვილებთან მიმართებით | ეკა დემეტრაძის და ლელა წურწუმიას ემოციური ისტორიები

Posted by მხოლოდ ლელასთან on ორშაბათი, 30 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g