LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “დედა ჩამეხუტა, ბოლოჯერ ჩამიკრა გულში და მითხრა, შენი იმედი მაქვსო…მახსოვს მისი სახე, ვერ წარმოვიდგენდი თუ დავკარგავდი” – გიორგი ღოღობერიძე

137
BeFunky-collage - 2022-11-22T013332.864

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” დედასთან ურთიერთობის ბოლო დღეს იხსენებს.

გიორგის თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ დედას დაკარგავდა.

“მახსოვს, დედას კლინიკის ეზოში ველოდებოდი, ტომოგრაფიაზე იყო შესული. მითხრა დაესწარიო, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ერთი სული მქონდა მალე დასრულებულიყო. გამოვიდა და მითხრა, რომ ბოთლით წყალი მიმეტანა. როდესაც დავბრუნდი, დავინახე, რომ კლინიკის ეზოდან გამოდიოდა. სახეზე ძალიან შეცვლილი იყო და ვკითხე: დედა, რა გჭირს მეთქი. არაფერიო და წავედით.

გზაში მკითხა, ვაპირებდი თუ არა ექიმობას. ვუთხარი რომ აუცილებლად და პირველ რიგში მას ვუმკურნალებდი. ძალიან გაუხარდა და სიამაყით გამომხედა. მითხრა, რომ ჩემი სჯეროდა და იცოდა, რომ სხვანაირი ექიმი ვიქნებოდი. გზად დედაჩემი ჩამეხუტა, გულში ჩამიკრა და მითხრა, შენი იმედი მაქვსო. ვერასდროს წარმოვიდგენდი და დავიჯერებდი, რომ დედას ასე დავკარგავდი. წავიდა, ხელი დავუქნიე და ეს იყო მისი ბოლო ნახვა.

გავიდა რამდენიმე კვირა და ჩემმა დამ დარეკა, რომ დედა ძალიან ცუდად იყო. შემდეგ მითხრეს, რომ როდესაც მე წყალზე გამიშვა, დედა ექიმს შეხვდა და უთხრეს, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. არადა ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. დღესაც, როდესაც ჩემთან პაციენტი მოდის, ვეუბნები რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. დედამ ამ მძიმე მომენტისგან დამიცვა და არ გამაგებინა ამ საშინელი მდგომარეობის შესახებ”, – საუბრობს გიორგი ღოღობერიძე.

ამავე თემაზე:

ვიდეო: “ძალიან უჭირთ ჩემთან მეგობრობა, რომ დავჭირდე ფაქტობრივად არ ვარსებობ” – გიორგი ღოღობერიძე

ვიდეო: “ჯოჯოხეთი გამოვიარე…პირველი პაციენტი, რომელიც გარდამეცვალა ძალიან დიდხანს მელოდებოდა” – გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძე: „წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მათი გარშემომყოფები”

მართლა ვიფიქრე, ცხოვრება ხომ არ დავამთავრო მეთქი, ვიყავი ამაზე წამსვლელი – გიორგი ღოღობერიძე მძიმე პერიოდზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g