LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლა ვიფიქრე, ცხოვრება ხომ არ დავამთავრო მეთქი, ვიყავი ამაზე წამსვლელი – გიორგი ღოღობერიძე მძიმე პერიოდზე საუბრობს

781
ღოღბერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე რთულ პერიოდს იხსენებს და ჰყვება, რა მდგომარეობაში იყო დედამისის გარდაცვალების შემდეგ.

„დედაჩემს დავპირდი, დედი მე ვიქნები ის ექიმი, რომელიც ფეხზე დაგაყენებს მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უბრალოდ იყო პირობა. დედაჩემმა იმაზე ნაადრევად დამტოვა, ვიდრე მე მოვასწარი ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა.
დედა გარდაიცვალა 2011 წელს, ახალ წლამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. ეს იყო ერთ-ერთი მძიმე პერიოდი.

როცა თბილისში გადმოვედი, დედაჩემს ძალიან უყვარდა ყოველდღიური დარეკვა. დღეში 3-4-ჯერ მირეკავდა და საათობით მელაპარაკებოდა. მე უნივერსიტეტში გავდიოდი, სასწავლი მქონდა, მერე კლინიკაში მივდიოდი პრაქტიკებზე, დაღლილი ვბრუნდებოდი. არ შემეძლო საათობით ტელეფონზე საუბარი, უკვე მეზარებოდა საათობით როგორ შეიძლება ილაპარაკო. როცა დედისთვის ერთადერთი ბიჭი ხარ, აბა, სხვას ვის უნდა დაურეკოს.. როცა დედა გყავს, ჯერ ხომ ბავშვი ხარ, გგონია, რომ ყოველთვის გეყოლება. ხვალაც დაგირეკავს, ზეგაც, მაზეგაც. მაგრამ ცხოვრებაში დამიდგა ის დღე, როცა ერთ მშვენიერ დღეს დედაჩემს აღარ დაურეკავს ჩემთვის. ძალიან დამაკლდა.

მეორე დღეს მამაჩემმა დამირეკა – გიორგი, უნდა ჩამოხვიდე ბათუმში, დედა ძალიან ცუდად არის, უნდა დაბრუნდეო. ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდი რამ ხდებოდა. ეგრევე გავიქეცი.. გზაში ყველაფერზე ვიფიქრე, მაგრამ რომ ჩავედი, რაზეც არ მიფიქრია მაინცდამაინც ის დამხვდა, დედაჩემი უკვე აღარ იყო ცოცხალი…

ყოველ დღე გავდივარ ამ ციკლს, ვჩერდები იმ დღეს, როცა ბოლოს დამირეკა, მითხრა გიორგი რას შვებიო, დედი მეჩქარება მერე დაგირეკავთო, მაგრამ მერე მე არ დამირეკავს. ეს პერიოდი სიზმარში სულ მიმეორებდა, მაგრამ იქ ვურეკავ, რომ ვბრუნდები რეალურ ცხოვრებაში, ვიცი რომ არ დამირეკავს.

დედაჩემი იყო ჩემი ცხოვრების ღერძი, მის გამო ავირჩიე მედიცინა, მის გამო დავიწყე ბრძოლა, როცა ათვლის წერტილად გყავს ადამიანი, რომლის გადარჩენაც შენი მიზანია და ერთ მშვენიერ დღეს ის აღარ არის, ყველაფერი ჩერდება, ჩერდება კი არა გემსხვრევა. ფეხქვეშ აღარაფერია. იცით როგორი პერიოდი იყო? აბსოლუტური სიბნელე. დღეების განმავლობაში შუქი მქონდა ჩამქრალი და უბრალოდ ვიჯექი, ბოლოს იმდენად გავხდი ცუდად, იმდენად შემაწუხებელი იყო, მართლა ვიფიქრე, ცხოვრება ხომ არ დავამთავრო მეთქი, ვიყავი ამაზე წამსვლელი. მაგრამ ჩემი და რომ ჩამოვიდა თბილისში, კინაღამ მან გადადგა ეს ნაბიჯი, მე რომ ეს დავინახე, რომ ჩემს დას შეიძლება იგივე გაეკეთებინა, გავჩერდი, ამან დამახევინა უკან, თან მრჩებოდა მამაჩემი, რომელიც ასევე არის ავად და იმ ხალხს ვიღა ეპატრონებოდა. მამაჩემმა და ჩემმა დამ, მათგან დამოუკიდებლად მომცეს ძალა, რომ მებრძოლა“, – იხსენებს გიორგი ღოღობერიძე „ბაიასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები