„ადამიანები, რომლებიც წუწუნებენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ,” – ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს.
როგორც ღოღობერიძე აღნიშნავს, წუწუნის დროს ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობა იკლებს.
„ადამიანები, რომლებიც წუწუნებენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. როდესაც ადამიანი წუწუნებს, ამ დროს მის ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობა იკლებს. წუწუნებს, წუწუნებს, წუწუნებს, კორტილოზი მცირდება და მას ნაკლები სტრესი აქვს.“
ვინც მის წუწუნს ისმენს, რა მოსდის? მას კორტიზოლის რაოდენობა მკვეთრად ეზრდება. ამიტომაც არის, რომ წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მათი გარშემომყოფები. ისინი სტრესისგან კვდებიან და ეს სიმართლეა,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.