LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ჯოჯოხეთი გამოვიარე…პირველი პაციენტი, რომელიც გარდამეცვალა ძალიან დიდხანს მელოდებოდა” – გიორგი ღოღობერიძე

146
BeFunky-collage - 2022-11-21T233856.824

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” იხსენებს შემთხვევას, როდესაც პირველი ონკოლოგიური პაციენტი გარდაეცვალა.

როგორც გიორგი საუბრობს, პაციენტი მთელი დღის მანძილზე ელოდებოდა და მისი გარდაცვალების შემდეგ თითქოს ფეხებიდან მიწა გამოეცალა.

“მახსოვს პირველი პაციენტი, რომელიც გარდამეცვალა. ძალიან დატვირთული დღე იყო. ბევრი ხალხი მოვიდა და ყველას ეჩქარებოდა. ეს ონკოლოგიური პაციენტი ძალიან დიდხანს მელოდებოდა. ნათესავებმა შემოიყვანეს და მითხრეს, რომ ჩემი ნახვა უნდოდა. ვუთხარი რომ აუცილებლად ვნახავდი და მუშაობა გავაგრძელე. რამდენიმე საათის მერე ისევ მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემი იმედი ჰქონდათ.

იმდენად ბევრი პაციენტი იყო, რომ დამავიწყდა. შეძლებისდაგვარად ვცდილობ ყველას მივაქციო ყურადღება. ამის შემდეგ ლექციებზე წავედი. როდესაც დავბრუნდი, ავიღე ამ პაციენტის ანკეტა და წავიკითხე, სქემა ავაწყვე. შევდივარ და ვხედავ, რომ ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ფაქტობრივად ფეხებიდან მიწა გამომეცალა. ადამიანი მელოდებოდა და ჩემი იმედი ჰქონდა. ჯოჯოხეთი გამოვიარე”, – საუბრობს გიორგი ღოღობერიძე.

ამავე თემაზე:

გიორგი ღოღობერიძე: „წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მათი გარშემომყოფები”

მართლა ვიფიქრე, ცხოვრება ხომ არ დავამთავრო მეთქი, ვიყავი ამაზე წამსვლელი – გიორგი ღოღობერიძე მძიმე პერიოდზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები