ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას – „ჩვენი ოჯახი“, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე 102 წლის დედასთან, გურანა გრიგორაშვილთან ერთად ესტუმრა.
გადაცემის წამყვანების აღფრთოვანებისა და შეკითხვის საპასუხოდ, თუ რა არის მთავარი, რომ 102 წლის ასაკში ადამიანი ასე გამოიყურებოდეს, გურანა გრიგორაშვილმა აღნიშნა:
„განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივ ვცხოვრობდი, როგორც ყველა – სკოლა დავამთავრე, შემდეგ ინსტიტუტი, შემდეგ კი ვმუშაობდი. ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. არასდროს მივარჯიშია, თუმცა სწრაფი სიარული ვიცი“.
დედის შესახებ ისაუბრა თავად რუსუდან ბოლქვაძემაც.
„დედა ძალიან მეგობრულია, ძალიან ოპტიმისტი ადამიანია, სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილია“, – აღნიშნა მსახიობმა.
ვიდეო: „ხშირად იმღერეთ“ – გია აბესალაშვილისა და რუსუდან ბოლქვაძის ნოსტალგიური დუეტი
