LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედა ყველაფერს ამზადებს“ – ანნა სულაბერიძე „იმედის“ გადაცემა „კულინარიულ დუელს“ მშობლებთან ერთად სტუმრობდა | ჯანეტმა საახალწლო ტრადიციაზე ისაუბრა

2547
bf5ac095-bbee-4f63-83af-f39048f6566d

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, მეუღლესთან ჯანეტ ქერდიყოშვილთან და ქალიშვილთან, ანნა სულაბერიძესთან ერთად გადაცემას „კულინარიული დუელი“ სტუმრობდა, სადაც გემრიელი კერძების მომზადების პარალელურად, სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს. 

ნოე სულაბერიძემ გადაცემაში განაცხადა, რომ მისი საყვარელი კერძი შემწვარი კარტოფილია, ასევე, აქვს მჭადის მომზადების თავისი რეცეპტი, რომელსაც არავის ანდობს. 

კითხვაზე, რისი მომზადება იცის ჯანეტმა, ანნა სულაბერიძე აღნიშნავს, რომ „დედა ყველაფერს ამზადებს“, ნოე კი ამბობს, რომ ჯანეტს არაჩვეულებრივი ხელი აქვს და გემრიელი კერძებით ხშირად ანებივრებს. 

გადაცემაში ასევე ისაუბრეს ახალ წელზე და ოჯახურ ტრადიციაზე.

„ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა, რომ ყოველ წელს არამხოლოდ ოჯახის წევრებისთვის ვყიდულობთ საჩუქრებს, არამედ მეგობრებსაც და ნაძვის ხესთან ვახვედრებთ“, – ამბობს ჯანეტ ქერდიყოშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g