„აჭარის ტელევიზია“ გვაცნობს მსახიობს, დათო ქემხაძეს, რომელიც თენგიზ აბულაძის ლეგენდარულ კინოსურათში „მონანიება“ თამაშობს აბელ არავიძის ვაჟის, აბელის ბავშვობას.
„ქალბატონი ნანა ჯანელიძე შემოვიდა კლასში, შეგვათვალიერა. საღამოს დარეკეს ჩვენთან სახლში და გვითხრეს, რომ სასტუმროში უნდა მივსულიყავით მშობლებთან ერთად. მაშინ სიტყვა კასტინგი არ არსებობდა… შეიძლება, კინოში გადაგიღონო… მე ხომ წარმოდგენა არ მქონდა, თენგიზ აბულაძე ვინ იყო, რა წარმოდგენა უნდა მქონოდა 10 წლის ბავშვს ბუმბერაზ ადამიანზე. შემოვიდა ბატონი თენგიზი. სათვალეები ეკეთა და მახსოვს, როგორ მიყურებდა. იმ წუთას გამიყვანეს, ჩამაცვეს ბრიჯები, მომარგეს მაისური… ხმა არ ამოუღია და წავიდა. გადის ორი კვირა. ხუჭუჭა თმა მქონდა. გადამპარსეს ზაფხულში. ორი დღის შემდეგ ტელეფონზე ზარი შემოვიდა, რომ მიმიყვანეს გადაპარსული თმით, ბატონმა თენგიზმა იკითხა, რატომ გადაპარსეთო, მაგრამ ისე მოვეწონე, რომ სხვა გადაღებები ჩაინიშნა, რომ ჩემს თმას გაზრდა მოესწრო…“
