გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში – „დედას“, მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ დედის შესახებ ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა.
დალი ჩიტალაძემ ბავშვობასთან და დედასთან დაკავშირებული რამდენიმე ემოციური ფაქტიც გაიხსენა და ასევე ისაუბრა, თუ რაზე სწყდება ყველაზე მეტად გული დედასთან ურთიერთობაში:
„დედა ჩემთვის ყველაფრის საწყისია, ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, ვინმეს დედა დავუძახო, რომ მყავს დედა.
დედას ძალიან ბევრი ტრაგედია აქვს გადატანილი – და და ძმა მყავს გარდაცვლილი, ამდენი სტრესის შემდეგ დედა არ არის კარგად, თითქმის სულ მწოლიარეა, დიდი სიხარულია, როდესაც მას ფეხზე მყოფს ვხედავ.
რომ ვნახულობ, სულ ვეფერები, სულ ვეხუტები, რომ ჩემგან დარჩეს ეს სითბო, არ მინდა რომ [სითბო] დავაკლო, მინდა ბევრი დრო მქონდეს, რომ მასთან ერთად გავატარო.
ძალიან მკაცრი მშობლები მყავდა, არ მქონდა უფლება, სკოლაში 5-ზე ნაკლები ნიშანი მიმეღო.
ყოველთვის დამწყდება გული და სულ ვინანებ, რატომ არ გავატარე უფრო მეტი დრო დედასთან…
სულ ტკივილები აქვს, მაგრამ მაინც სულ უხარია, სულ გაღიმებულია, სულ იცინის“, – აღნიშნავს დალი ჩიტალაძე.
დალი ჩიტალაძის ემოციური ინტერვიუ 84 წლის დედაზე 🥹❤️🔥დედა, რომელსაც ერთადერთი შვილი დარჩა ❤️🩹 – დალი ჩიტალაძის ემოციური ინტერვიუ ოჯახზე, ბავშვობასა და 84 წლის დედაზე 🏡 “ბევრი ტრაგედიის მიუხედავად, ბედნიერი ვარ იმით, რომ შემიძლია ვთქვა – მე დედა მყავს” 🌸 რა ისწავლა მოდის მთავარმა ექსპერტმა დედისგან და ყველაზე მეტად რაზე წყდება მასთან ურთიერთობაში გული 🥺 📍 სალომე კახეთელიძის რუბრიკა “დედას”….
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 08 ივლისი, 2024