მომღერალ სოფო ნიჟარაძის შვილს, ელის მარია სააკაშვილს სოციალური ქსელების მომხმარებლები კარგად იცნობენ. პატარა ალისკას ფოტოებსა და ვიდეოებს სოფო ნიჟარაძე საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს.
სოფო ნიჟარაძე სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ ალისკას მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, როგორ ემზადება დედა-შვილი ქრისტეშობისთვის. ალისკა, როგორც ჩანს, შობის სიმბოლოდ ქცეულ გურულ ღვეზელს ამზადებს. სოფო ნიჟარაძის შეკითხვაზე – თუ რა დღეა დღეს, ალისკა ჰპასუხობს: „ღმერთის დაბადების დღეა და ვაკეთებ ღმერთისთვის“.
ვიდეო: „სანამ დედიკო სცენაზეა“ – ალისკა სააკაშვილი თეატრში დედის, სოფო ნიჟარაძის წარმოდგენას დაესწრო